სკოლაში პატრული გამოიძახეს

2018-10-30 13:18:31

რუსთავში #5 საჯარო სკოლაში, მე-5 კლასელ, გოგოსა და ბიჭს შორის, კამათი მოხდა.

როგორც ირკვევა, 10 წლის მოზარდები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ რის შემდეგაც ბიჭმა გოგონას ხელი დაარტყა.

გოგონას დედამ, რომელიც სკოლაში იმყოფებოდა, ფაქტის შესახებ ინფორმაცია საპატრულო პოლიციას მიაწოდა, მოგვიანებით კი პოლიციის ერთერთ განყოფილებაში განაცხადის დასაწერად თავად წავიდა.

"ინფო რუსთავთან" სკოლის დირექტორმა არსენ დემეტრაშვილმა განაცხადა რომ - "კამათი იყო მეხუთე კლასელებს შორის, სერიოზულო არაფერი ყოფილა. დაპირისპირება ადგილზევე აღმოიფხრა და კონფლიქტში არ გადაზრდილა, თუმცა მშობელმა მაინც გადაწყვიტა პატრულის გამოძახება."