მგზავრები რუსთავიდან-თბილისის მიმართულებით გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
ათობით მგზავრი მიკროავტობუსის მოლოდინში გაჩერებებზე დგას.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა დიდუბის მიმართულებით მოძრავ მარშრუტზე.
შეზღუდული გადაადგილების მიზეზად მაგისტრალზე არსებული საავტომობილო საცობები სახელდება.