სიმაღლიდან გადმოვარდნილი 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
მშენებლობის დროს მეოთხე სართულიდან გადმოვადნილი მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში რეანიმაციურ განყოფილებაში იმყოფებოდა და მას შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით პაციენტმა დაკარგა დიდი ოდენობით სისხლი, საავადმყოფოში შეყვანიდან 6 საათში კი მამაკაცს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.