უახლოეს პერიოდში რუსთავში 3 დასასვენებელი სკვერი გაკეთდება.
სკვერები მოეწყობა, კლდიაშვილის #4 და მეგობრობის #31 ნომერი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მესხიშვილის #3, მე-8 მიკრორაიონის #6 საცხოვრებელ კორპუსთან და ქიმიკოსთა კულტურის სახლის უკან.
წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდება დასასვენებელი სკამები, დაყენდება გარე განათების ახალი საყრდენი ბოძები, რომელზეც ახალი განათების სისტემა დამონტაჟდება.