"სიყვარულის კარცერ ლუქსი" [photo]

2018-10-12 22:11:29

რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში ორიგინალური ღონისძიება გაიმართა.

#23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა აქცია სახელწოდებით "სიყვარულის კარცერ ლუქსი" ჩაატარეს.

ღონისძიება რომელსაც ქალაქის მერი, საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ ღია ცის ქვეშ, კოცონის და კარვების ფონზე მიმდინარეობდა.

შეხვედრაზე მისულებმა ქალაქის ისტორიაზე და მის განვითარებაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს რამდენიმე წიგნი, გაუზიარეს ერთმანეთს აზრები და შეთანხმდნენ რომ მსგავს ღონისძიებებს კიდევ გამართავენ.