გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად რუსთავში ამომრჩეველს შეხვდა.
რუსთავის თეატრში გამართულ შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა : "უნიკალური განათლება გაქვთ თქვენ. ამდენი ინჟინერი, ამდენი პროგრამისტი, ამდენი ადამიანი ვისაც ერთდროულად გონებით და ხელით შეუძლია მუშაობა საქართველოს არც ერთ ქალაქში არ არის, ამიტომ პირობას გაძლევთ, როგორც 2004 წლიდან დაიწყო რუსთავში აღმშენებლობა და ეს ქალაქი შეიცვალა, პირობას გაძევთ ისევე შეიცვლება თქვენი, როგორც საცხოვრებელი ასევე სამუშაო პირობები, როგორც კი ეროვნული პროდასავლური კოალიციური მთავრობა მოვა ხელისუფლებაში "- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.
გრიგოლ ვაშაძის გამოსვლამდე რუსთავის თეატრის სცენაზე სიტყვით გამოვიდა ასევე მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე. ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა რუსთაველებს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"მინდა, ისეთი ოჯახი იყოს ჩვენი ქვეყნის სათავეში, როგორიც ვაშაძეების ოჯახია"- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ინფო რუსთავმა პრეზიდენტობის კანდიდატთან ინტერვიუ ჩაწერა. კითხვა რუსთავის განვითარების ხედვას შეეხებოდა, რომლის საპასუხოდაც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა: " ეს მონოპოლიები უნდა ავაფეთქოთ, რომ ყოველ დღე სტუდენტი არ იხდიდეს 2 ლარს, მაქედან უნდა დავიწყოთ. შემდეგ ის უნდა გავაკეთოთ, რომ სტუდენტები, რომლებიც სწავლას დაამთავრებენ უცხოეთში არ წავიდნენ თავსშესაფარის მოთხოვნით. მთელი ფული იმაში უნდა ჩავდოთ, რომ ტექნოლოგიების განვითარებით დავიწყოთ, ამაზე უკეთესი ადგილი რუსთავის გარდა სად იქნება."- განუცხადა გრიგოლ ვაშაძემ ინფო რუსთავს.