რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსებთან ქვეწარმავალი შენიშნეს.
მოქალაქე "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და ფაქტის შესახებ აცნობა. "გველი ნახეს მეგობრობის გამზირზე, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღსანიშნავია რომ პერიმეტრზე არის ბავშვთა გასართობი მოედანი და სკოლა, არ ვიცით ვის დავუკავშირდეთ და იქნებ გაავრცელოთ ინფორმაცია", - განაცხადა რუსთავის მკვიდრმა.
ქვეწარმავლის დაფიქსირების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ და გამოიძახოთ ჯგუფი რომელიც მათ გაუნვებელყოფაში დაგეხმარებათ. სამსახური 24 საათის მანძილზე მუშაობს, ცხელი ხაზი დღის საათებში 0341 24 10 44, 0341 29 37 75 ღამის საათებში 0341 22 47 37, 0341 22 00 05.