"ბიზნეს ლედი 2018"-ის წოდება რუსთაველმა მიიღო [video]

2018-09-29 00:16:09

რუსთავში, რესტორან ლაზიკაში "ბიზნეს ლედი 2018" გაიმართა. [ვიდეო/video]

კონკურსში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან 23 ქალი იღებდა, მათ შორის 4 რუსთავიდან იყო. ესენი არიან: შორენა წურქავა, შორენა სვიანაძე-მაჭავარიანი, ლიკა ღუღუნიშვილი და თეო გურჩიანი.

15 კაციან ჟიურის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თავმჯდომარეობდა. ჟიურის წევრი იყო "ინფო რუსთავის" დირექტორი გიორგი ჩომახაშვილი, ხოლო "ინფო რუსთავი" ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორი.

"ბიზნეს ლედის" დაჯილდოებამდე დამსწრე საზოგადოებას საერთაშორისო სილამაზის კონკურსის მონაწილეები წარუდგნენ. შესრულდა მუსიკალური ნომრები, რის შემდეგაც დაიწყო დაჯილდოების ცერემონიალი. რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულების დასახელების შემდეგ დადგა დრო დაესახელებინათ "ბიზნეს ლედი 2018", წამყვანმა რუსთაველი ბიზნეს ქალის, შორენა წურქავას სახელი ამოიკითხა. სრული ინფორმაციისთვის ნახეთ ვიდეო.