რუსთავის იუსტიციის სახლში ასობით ადამიანი ამ დრომდე შპს-ს რეგისტრაციის მოლოდინშია.
დღეს დილიდან ათასობით ადამიანი იუსტიციის სახლს მას სემდეგ ეწვია რაც გაიგეს რომ შპს-ების და ინ. მეწარმეების რეგისტრაციისთვის ბოლო დღე იყო, ხოლო თუ ვერ მოასწრებდნენ რეგისტრაციას 1 ოქტომბრიდან დაჯარიმდებოდნენ 1000 ლარით.
დიდი ნაკადის გამო იუსტიციის სახლი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. რიგის ნომრების გაცემა 22 საათზე შეწყდა, თუმცა ამ დრომდე მომსახურება ჯერ კიდევ ასობით ადამიანს არ მიუღია. რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერი აცხადებს რომ აბსლუტურად ყველა ადამიანს გაეწევა შესაბამისი მომსახურება და მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტენ სამუშაოს.