რა ვითარებაა გაჩერებებზე

2018-09-28 19:37:09

ასობით რუსთაველი თბილისში სპორტის სასახლესთან დგას და მიკროავტობუსს ელოდება.

ინფორმაცია ამის შესახებ "ინფო რუსთავს" მგზავრებმა მიაწოდეს.

"უკვე 30 წუთია მიკროავტობუსს ველოდებით, ალბათ ასი ადამიანი მაინც იქნება. ვინმე გვეტყვის მოვა თუ არა?" - განაცხადა მგზავრმა.

არსებული ინფორმაციით დედაქალაქში საცობების გამო მიკროავტობუსებს გადაადგილება უჭირთ, რის გამოც დადგენილ ინტერვალს არღვევენ.