ვის დაეკისრება 1000 ლარიანი ჯარიმა

2018-09-28 16:23:38

მოქალაქეების უპრეცენდენტო რაოდენობა რუსთვის იუსტიციის სახლში. ადამიანებს რამდენიმე საათიან რიგში უწევთ დგომა.

მეწარმეები, რომლებიც თავიანთ საქმიანობის სფეროს არ დაარეგისტრირებენ, 1 ოქტომბრიდან დაჯარიმდებიან. ჯარიმის მოცულობა 1000 ლარი იქნება.

რეგისტრაციის გავლა კონკრეტულად იმ შპს-ებს ევალებათ, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს აწარმოებენ.

შპს-ებმა რეგისტრაცია იუსტიციის სახლში უნდა გაიარონ, რომელიც უფასოა.

საქართველოს მთავრობამ დადგენილება 27 ივლისს გამოსცა, რომელიც განსაზღვრავს მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალს.

პირველ ეტაპზე, შრომის უსაფრთხოების კანონი გავრცელდება მძიმე, მავნე და საშიშ საწარმოებზე. ამ ჩამონათვალში, რომელი ბიზნესიც აწარმოებს, თუნდაც ერთი პროფილის იყოს, ვალდებულები არიან მოახდინონ თავიანთი საქმიანობის რეგისტრაცია.

მეწარმეების დიდი ნაწილი აღნიშნულ სიტუაციას აპროტესტებდა და აღნიშნავდა რომ მათთვის რეგისტრაციის შესახებ არ იყი ცნობილი. "სახელმწიფომ ინფორმაცია არ გაავრცელა, საიდან უნდა გამეგო ამ განკარგულების შესახებ? დღეს ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მოვედი იუსტიციის სახლში, აქ კი რამდენიმე ასეული ადამიანი დამხვდა რიგში. იმედია დღეს მოვასწრებ და დავარეგისტრირებ შპს-ს", - განაცხადა "ინფო რუსთავთან ერთერთმა მეწარმემ.

რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერმა "ინფო რუსთავს" განუცხადა რომ - "ჩვენ დღეს ვიმუშავებთ იმ დრომდე სანამ ბოლო მოქალაქე იქნება".

რეგისტრაციის მიზანია, შრომის ინსპექციას ჰქონდეს ბაზა, იმისათვის, რომ სრულყოფილად მოახდინოს იდენტიფიცირება, თუ რა საწარმოები არსებობს ქვეყანაში და ამ მიზნით შეიმუშაოს გარკვეული პოლიტიკა.

აღნიშნული ტიპის სამუშაოების ჩამონათვალი ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.