რუსთავის საქალაქო სასამართლოში, გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
მოსამართლე იმ შუამდგომლობებზე მსჯელობს, რომლებიც წინა სხდომაზე დაცვის მხარემ წარადგინა. საუბარია პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობაზე. მათ შორის არის თედორაძის მოწმეთა ნუსხიდან ამოღება, ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ბათილად ცნობა, ასევე ჭანტურიას სახლის ჩხრეკის ოქმის გაუქმება, რა დროსაც სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს. დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალს არ აღიარებს.