თბილისში წასვლა ისევ პრობლემაა

2018-09-28 10:37:12

რუსთაველები თბილისში წასვლას ისევ ვერ ახერხებენ.

სადგურებზე ათობით ადამიანი მიკროავტობუსს ელოდება. დილიდან განსაკუთრებით რთული ვითარება იყო მეცხრამეტე მიკრო რაიონის მიმდებარედ და თოდრიას წრესთან.

2 დღის წინ აღნიშნულ საკითხზე პეტიციის ავტორებსა და კომპანია "ინტერტრანსის" ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა. შეეხვედრის შემდეგ პრობლემა თითქოს მოგვარდა და გუშინ სადგურებზე მიკროავტობუსების დეფიციტი აღარ იყო, მაგრამ დღეს მგზავრები ისევ ვერ ახერხებენ თბილისში წასვლას.