რუსთავში სოხუმის დაცემის დღე აღინიშნა [photo]

2018-09-27 18:39:11

სოხუმის დაცემის და საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დახვრეტის თარიღს - როგორც გლოვის და იმედის დღეს ისე აღნიშნავენ საქართველოს სხადასხვა ქალაქებში. 

რუსთავში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტში და სამოქალაქო საზოგადოებმა ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ხსოვნას.

ეროვნული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო მეუფე იოანემ. შარტავას გამზირზე შეკრებილმა საზოგადოებამ, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე გაიხსენეს და ჟიული შარტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.

ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე 1993, გენერალ-მაიორი. 1993 წ. 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული.

ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა, დაახლოებით 100  რუსთაველი ჯარისკაცია დაღუპული.