სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო პროცესი განახლდა.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა არ დააკმაყოფილა სამსონ ქუთათელაძის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე. ადვოკატმა მოსამართლეს მიკერძოებული და სუბიექტური უწოდა, რადგან უარი მიიღო სატელეფონო და კამერებიდან ჩანაწერების ამოღების, ასევე ე.წ. "სტამბულის ბაზრობაზე" ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტიდან კონკრეტულ დროს ქვითრის ამოღების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა,თუმცა ბრალს ის დღემდე არ აღიარებს.
ე.წ. სტამბულის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.