რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ზებრა გადასასვლელები იხაზება.
რუსთავსერვის ცენტრმა ქვეითთა გადასასვლელი 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე დახაზა. ანალოგიურ სამუშაოებს სამსახური სხვა მისამართებზეც განახორციელებს.
თვითმმართველობის დაქვემდებარებულ ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრში" ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ გზის სავალი ნაწილის მონიშვნები ეტაპობრივად საჭიროების მიხდევით ხდება.