მწვანე ბარათის გათამაშება იწყება

2018-09-24 21:13:12

რუსთავის "ამერიკულ კუთხეში" მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეთა მსურველთათვის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დამწრე საზოგადოებას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე კონსულმა საქართველოში ბრაიან ტერილმა პრეზენტაცია პირადად ჩაუტარა.

პრეზენტაციის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმის საშუალებით დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია კითხვარის სწორად შევსებასთან დაკავშირებით, რათა პრობლემები არ შეექმნესას რეგისტაციის დროს. ასევე ისაუბრეს ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის აქვს თუ არა მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში შეავსებ აპლიკაციას, როგორ უნდა გადაიღო ფოტო და უნდა მიუთითო თუ არა ოჯახის წევრი.

მწვანე ბარათის რეგისტაცია დაიწყება 2018 წლის 3 ოქტომბერს საიტზე - dvlottery.state.gov და დასრულდება 9 ნოემბერს. რეგისტრაცია არის უფასო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. რეგისტრაციის გავლის შემდგომ მსურველებს პასუხი შეეძლებათ იხილონ 2019 წლის 7 მაისს საიტზე - travel.state.gov
დამატებით კითხვებსა და დეტალებისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ "ინფო რუსთავის" ფეისბუქ ლაივს.