ასობით რუსთაველი თბილისში სამსახურში და სასწავლებელში წასვლას ვერ ახერხებს.
პრობლემებია თითქმის ყველა გაჩერებაზე. "ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ თოდრიის, მეთორმეტე მიკრორაიონის და მეცხრამეტე მიკრორაიონის ტერიტორიაზე არსებული სადგურებიდან. მგზავრები აცხადებენ რომ უკვე ნახევარი საათია მიკროავტობუსს ათობით ადამიანი ელოდება.