გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში 20 წლის ბიჭმა 17 წლის გოგოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
არსებული ინფორმაციით 20 წლის მამაკაცი 17 წლის გოგოს ქმარია. ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი მამაკაცმა ცოლს ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. არასრულწლოვანი გოგოს ახლობლები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ რომ - "მამაკაცმა ქვა აიღო და ცოლისთვის თავში ჩარტყმას აპირებდა რა დროსაც ჩვენ მას ხელი შევუშალეთ. გაირკვა რომ ცოლს ფიზიკურ შეურაცხყოფას სისტემატიურად აყენებდა".
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს".