რუსთავში ახალი შენობა შენდება

2018-09-23 14:04:20

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოსთვის ახალი შენობა შენდება.

ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რჩეულიშვილის ქ.18-ში განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებისთვის მერია, ქალაქის ბიუჯეტიდან 160.947 ლარს დახარჯავს.

ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის შენობა დღევანდელთან შედარებით მრავალფუნქციური იქნება. სერვისის გაუმჯობესებისა და განვითარების კუთხით, ქალაქის თვითმართველობა გეგმავს, შენობები ინფრასტრუქტურულად განსხვავებული და სერვისი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შესაბამისი სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.