უხვი ნალექი რუსთავში [photo]

2018-09-23 11:22:17

რუსთავში გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. განსაკუთრებით რთული ვითარება იყო ქალაქის შემოსასვლელში, ლეონიძის, მესხიშვილის, თოდრიას, დადიანის, სანაპიროს, თბილისის და ფალიაშვილის ქუჩებზე. ასფალტის საფარმა რამდენიმე სანტიმეტრით დაიწია რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე (საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმდებარედ). დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი, იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსულმა ნალექმა ქალაქში ქვიშა და შლამი ჩამოიტანა, რამდენიმე ქუჩაზე ფეხით მოსიარულეებთ გადაადგილება ამ დრომდე უჭირთ.

მაშველები და ააიპ რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ამ დრომდე მუშაობენ.