"კეთილი ადამიანები" [photo]

2018-09-22 17:46:36

რუსთავქალაქობის ღონისძიების ფარგლებში კოსტავას გამზრზე კულტურულ შემეცნებითი საღამო გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება სახელწოდებით ,,კეთილი ადამიანები’’ ანსამბლმა ფიროსმანმა სიმღერით გახსნა, რის შემდეგაც რუსთავის ისტორია გელა ჩარკვიანმა გააცოცხლა.

ფანტანის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოტოგრაფ რაჟდენ გაბრიჭიძის ფოტოების გამოფენა მოეწყო, რომელიც რუსთავთან იყო დაკავშირებული.