რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ქალაქში სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების მონიტორინგის საკითხზე იმსჯელეს.
აღნიშნული დადგენილება გულისხმობს რუსთავში 100-ზე მეტი სალონისა და ესთეტიკურ ცენტრის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფას.
"სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობის შემთხვევაში პირველ შეუსრულებლობაზე ფიზიკურ პირზე არის 50 ლარი, იურიდიულ კი 100, იგივე ქმედების განმეორების შემდგომ ჯარიმა იზრდება ფიზიკურ პირზე-200, ხოლო იურიდიულზე - 500 ლარამდე."- განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ნინო ნიკოლავამ