რუსთავში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა.
50 წლამდე მამაკაცი კოსტავას გამზირზე, მეზობლებმა უგონო მდგომარეობაში ერთერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ნახეს.
არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიიღების შემდეგ, მამაკაცი ცუდად გახდა.
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. პაციენტი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.