მძღოლებმა აქცია შეწყვიტეს

2018-09-20 14:56:47

ლილოში სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს ფინანსთა მინისტრი შეხვდა.

შევხვედრისას ივანე მაჭავარიანმა  განაცხადა, რომ ბრძანება  ხორბლის ავტომობილებით ტრანსპორტირების აკრძალვასთან დაკავშირებით ერთი წლით გადაიდო .

სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა აქცია შეწყვიტეს.

არსებული ინფორმაციით, ერთი წლის გასვლის შემდგომ ბრძანებასთან დაკავშირებით დეტალები მძღოლებთან შეთანხმების საფუძველზე მოხდება.

შეგახსენებთ, რომ სატვირთო მანქანების მძღოლები აქციას 5 დღის განმავლობაში მართავდნენ, ისინი  ხორბლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით  ბრძანების გაუქმებას და ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ.