ათასწლეულების გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებულ რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის გახსნის ცერემონია გაიმართა.
გახსნის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, რუსთავის მერი, ქვემო ქართლის გუბერნატორი და ქალაქის თვითმართველობის წარმომადგენლები.
სტუმრებმა მე-4 სკოლის მოსწავლეებს რეაბიტირებული სკოლის გახსნა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 58 საჯარო სკოლა.
საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MMC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტით. ჯამში, საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის კომპაქტიდან 54 მლნ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა.