ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ილია ბეგიაშვილის თქმით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ვალდებულები არიან რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისგან სამუშაოების დროული შესრულება და შესაბამისი ხარისხი მოითხოვონ.
"ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის ბრძანებით შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, განვიხილავთ აბსლუტურად ყველა პროექტს, რომელსაც შემდეგ უკვე ვაცნობთ გუბერნატორებს და მუნუციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს. არის ჩამორჩენები ვადებში და ასევე ხარისხობრივი ხარვეზები, რუსთავში რამდენიმე კომპანია არის უკვე დაჯარიმებული, რაც ნიშნავს რომ ადმინისტრირება ხდება, იყო შესაბამისი მსჯელობა და ველოდებით რომ რეაგირება მოხდეს", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.