დასაქმების ფორუმი რუსთავში

2018-09-18 18:29:16

რუსთავის მერია "რუსთავქალაქობა 2018"-ის ფარგლებში 19 სექტემბერს შემდეგი სახის ღონისძიებებს აანონსებს:

11:00 საათზე რუსთავის თეატრის შენობაში - დასაქმების ფორუმი ჩატარდება, სადაც კერძო კომპანიები,(როგორც ადგილობრივი ასევე თბილისში რეგისტრირებული) წარადგენენ ვაკანსიებს, ვაკანსიები იქნება მრავალპროფილიანი და თითოეულ დასაქმების მაძიებელს მიეცემა შანსი წარუდგინოს თავი, პოტენციურ დამსაქმებელს. ორაგიზატორების თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ვაკანსიების სრული რაოდენობა 1000- ზე მეტს აღწევს.

კომპანიები, რომლებიც ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ:

რეტკო - ელექტრონული მოწყობილებების კომპანია, ჯეოსტილი, მაგნიტი, აუტო პაპა, თიბისი, მადაგონი, გზატკეცილი +, სილქნეტი, ჰაიდელბერგ ცემენტი, პრობლემური აქტივების ბიურო, ირაო, GWP, თეგეტა მოტორსი, კრისტალი, ქართული კრედიტი, რომპეტროლი, ნიკორა, კრედო, მეტალურგიული ქარხანა, ჯიბე, ქებული კლიმატი.

16:00 საათიდან 19:00 საათამდე სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირები ჩატარდება.

12:00 საათზე ღონისძიება სახელწოდებით „მე + რუსთავი“.

17:30 საათზე ჭყონდიდელის დასახლებაში, მაზნიაშვილის #2-ში ღონისძიება სახელწოდებით "გააცოცხლე რუსთავის ისტორია" ჩატარდება. თემა "გერმანელი ტყვეები და რუსთავი" იქნება.