"შესაძლოა ვინმე ჩავარდეს ამ ჭაში"

2018-09-18 18:03:02

ნახევრად ღია საკანალიზაციო ჭა მე-7 მიკრორაიონში.

"ინფო რუსთავს" შიდა კვარტალურ ეზოში არსებული პრობლემით მოქალაქემ მიმართა.

"გიკავშირდებით მე-7 მიკრორაიონის #9 კორპუსის მაცხოვრებელი, რამდენიმე დღეა ეზოში დაზიანებულია საკანალიზაციო ჭის თავსახური, ღამით არ ჩანს არაფერი და შესაძლოა ვინმე ჩავარდეს, იქნებ მოგვარდეს ეს პრობლემა"- წერს ამავე მისამართზე მცხოვრები მარინა ჯავახიშვილი.

ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ შეგიძლიათ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში. თქვენი წერილი კატეგორიაში #შენიხმა გამოქვეყნდება.