რუსთავქალაქობის დღესასწაულის აღნიშვნა 17 სექტემბერს 16:00 საათზე სპორტული მარათონით დაიწყება.
სპორტული ღონისძიებები დაგეგმილია დონეცკელ მეტალურგთა #5-ში . სპორტული აქტივობა 19:00 საათამდე გაგრძელდება.
19:30 საათზე #1 ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიება სახელწოდებით "გააცოცხლე რუსთავის ისტორია" გაიმართება.
20:00 საათზე რუსთავის პარკის ამფითეატრში მოზარდ-მაყურებელთა თეატრი
მაყურებლის წინაშე სპექტაკლით "რწყილი და ჭიანჭველა" წარსდგება.
სახალხო დღესასწაული რუსთავში 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.