ნიკოლოზ რაჭველი და გია ყანჩელი რუსთავში [video]

2018-09-15 23:13:05

რუსთავქალაქობის ღონისძიებების ფარგლებში, რუსთავის თეატრში საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა. [ვიდეო/video]

სცენაზე ქართველი კომპოზიტორების ყველაზე პოპულარული ნაწარმოებები შესრულდა, დარბაზში იმყოფებოდა გენიალური ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი, რომელიც ღონისძიების მიწურულს სცენაზე მიიწვიეს. გია ყანჩელმა გამოთქვა სურვილი რომ, როდესაც სიმფონიური ორკესტრი კონცერტებს დედაქალაქში გამართავს, მეორე დღეს რუსთავს ეწვიოს და მისცეს რუსთაველ მსმენელს რომ იგივე ნაწარმოებები მოისმინოს.

ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, გია ყანჩელს კომისიის გადაწყვეტილებით საპატიო რუსთაველის წოდება მიანიჭა.