რუსთავქალაქობის კვირეულის ფარგლებში, რუსთავის თეატრში ღონისძიება სახელწოდებით " გააცოცხლე რუსთავის ისტორია" გაიმართა. ღონისძიების წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე დამსწრე საზოგადოებას რუსთავის და რუსთავის თეატრის ისტორიაზე ესაუბრა.
შემოქმედებით საღამოს ,კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ადგილობრივი მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
"ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ადგილზე გაგვეჩინა ისეთი სახანაობები რომელიც მიმზიდველი იქნებოდა მოსახლეობისთვის. იმედია ადგილობრივები გამოვლენ და ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში. ახლა ვიმყოფებით რუსთავის თეატრში სადაც გააცოცხლე რუსთავის ისტორიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება იმართება. აქ იმყოფება თეატრალური საზოგადოება, რომლებიც რუსთავის თეატრის ისტორიაზე საუბრობენ"- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ
"დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ ზუსტად 51 წლის წინ შეიქმნა ეს არაჩვეულებრივი თეატრი. არ შეიძლება აღინიშნოს რუსთავის 70 წლის იუბილე და არ ვახსენოთ თეატრი და ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს მეტალურგთა ქალაქში თეატრი და თეატრალურ ქალაქადაც აქციეს. მე მიხარია რომ ამდენ ღვაწლმოსილ მსახიობს ვხედავ და დარწმუნებული ვარ რუსთაველები დიდ მადლიერებას გამოხატავენ ამ ადამიანების წინაშე რომლებმაც არაერთი თეატრალური დღესასწაული შექმნეს რუსთავში "- განაცხადა ნიკოლოზ წულუკიძემ.