კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს - "13 სექტემბერი ქ. რუსთავი, ცურტაველის ქუჩაზე, ავეჯის სახლის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 13/09-ის 23:55-დან 14/09-ის 07:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: 9 ძმა ხერხეულიძეს, გორის, გურამიშვილის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას ქუჩას და გასასვლელებს, თბილისის, იაღლუჯის, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის, მეგობრობის, შევჩენკოს, ყაზბეგის ქუჩას და გასასვლელებს, ცურტაველის, თავგორაშვილის, ფალიაშვილის და მაჩაბლის ქუჩებს."