ჭყონდიდელის დასახლებას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა "სოკარ გაზს", მათი თქმით აღნიშნულ ტერიტორიაზე არაგეგმიური გათიშვა მოხდა. მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევაა, სატვირთო მანქანა გაზის მილს დაეჯახა, რამაც მისი დაზიანება გამოიწვია. ჭყონდიდელის დასახლებას გაზმომარაგება მთლიანად გაეთიშა.
ადგილზე კომპანია "სოკარ გაზის " თანამშრომლები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობას ხვალ დღის მეორე ნახევარში აღუდგება.