გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 08:00-დან 09:00 საათამდე შეეზღუდება 1932 აბონენტს რუსთავში რჩეულიშვილის, გიორგაძის, ნეკრასოვი, გრანელის, სამშვილიდის და მიმდებარე ქუჩებზე. ხოლო 12, 13, 14 სექტემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე გაითიშება 200 აბონენტი რუსთავში კახეთის, ტოლსტოის, მცხეთისა და ნეკრასოვის ქუჩებზე.
12 სექტემბერს 13:00-დან 15:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება 2307 აბონენტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაზარლო, ქესალო, კაპანახჩი, ლელაშხა და მიმდებარე სოფლებში. 13:00-დან 15:00 საათამდე - 706 აბონენტს სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, გაჩიანი, ველი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე - 593 აბონენტს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძველი ქვეში, ძეძვნარიანი, ბერთაკარი, სენები.
11:10-დან 19:00 საათამდე - 1162 აბონენტს დმანისში 9 აპრილის, წმ. ნინოს, გორგასლის, ცურტაველის და მიმდებარე ქუჩებზე.
12:00-დან 18:30 საათამდე - 2832 აბონენტს მარნეულში გუდიაშვილის, ჯავახიშვილის, 26 მაისის, გოგებაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, სამხედრო დასახლებაში, და სოფელ კიზილ-აჯლოში. 12:00-დან 18:30 საათამდე - 582 აბონენტს მარნეულში 9 ძმის, 300 არაგველის, მამედოვის და მიმდებარე ქუჩებზე, ჯანდარის დასახლებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე.
14:10-დან 16:10 საათამდე - 1096 აბონენტს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ავრანლო, კიზილ-კილისა, რეხა, ხანდო, აიაზმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.