52 წლის მამაკაცი რომელიც XX მიკრო-რაიონში, მინდორში ცხოვრობდა გარდაიცვალა.
მამაკაცი 8 თვე მინდორში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. გარდაცლილის მეგობრების თქმით მამაკაცი 2 თვე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, - "ვერ ჭამდა საჭმელს, წყალსაც იშვიათად სვავდა, ბოლოს საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც გარდაიცვალა".
"ინფო რუსთავმა" მამაკაცის შესახებ, რომელიც ყველამ მიატოვა, ინფორმაცია პირველად 8 თვის წინ გაავრცელა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქალაქის სოციალურმა სამსახურმა რეაგირება მოახდინა, თუმცა მამაკაცის პრობლემები მაინც მოუგვარებელი დარჩა. "ინფო რუსთავს" წერილით მიმართა მამაკაცის შვილმაც.