რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებას უკვე 2 საათია ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს.
კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ რომ მოხდა ქსელის ავარიული გათიშვა. ამ დროისთვის ადგილზე კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ.
ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას დაახლოებით 1 საათში აღუდგება.