ბარსელონაში ქართველი კანონიერი ქურდი გოჩა მაისურაძე დააკავეს.
მეტსახელად “გოგიტა“ ესპანეთის პოლიციამ სახლების გაძარცვაში მონაწილეობის გამო დააკავა.
არსებული ინფორმაციით „გოგიტა“ ხელმძღვანელობდა სხვადასხვა კრიმინალურ ჯგუფს, რომლებიც სახლების გაქურდვით იყვნენ დაკავებულები და ნაქურდალის გაყიდვიდან 50 %-ს იღებდა. ბარსელონაში გაძარცვული სახლებიდან ერთ-ერთი მომღერალ შაკირას და ფეხბურთელ ჟერარ პიკეს კუთვნილი ბინა იყო.
ქართველი კანონიერი ქურდი წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა.