ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურგენიანში, ლაგოდეხის ნაკრძალში, ადგილობრივმა 2 ძაღლი ჩამომხვრჩალი ნახა. ლევან ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს - "სტუმრებს რომ ჩამოიყვან, შენი რაიონით რომ ამაყობ, წახვალ ნაკრძალში და სავალ ბილიკზე მსგავს ფაქტს რომ შეესწრები! ამის მერე კიდევ ძაღლია ცხოველი თუ ადამიანი საკვირველია!!".
არსებული ინფორმაციით სოფელ ნინიგორის მკვიდრმა საკუთარი 2 ძაღლი ჩამოახრჩო. ბრალდებულის ვინაობა ცნობილია პოლიციისთვის, შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.