ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ჩვილი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით ახალშობილი ჩანთაში ნახეს, ჩანთა კი ერთერთი სახლის ჭიშკარეზე იყო ჩამოკიდებული.
112-ზე შეტყობინების შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები მივიდნენ, ამჟამად ჩვილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ექიმების ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 127 მუხლით მიმდინარეობს, რაც ახალშობილის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას გულისხმობს.