საქართველო vs ლატვია

2018-09-09 22:37:38

თბილისში, დინამო არენაზე ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი, საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის გაიმართა.
პირველ ნახევარი, ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა საგოლე მომეტი არ შეუქმნიათ. 

მეორე ნახევარში, მატჩში დაძაბულობამ იმატა. ქომაგებიც გააქტიურდნენ და საოცარი ატმოსფერო შეიქმნა დინამო არენაზე. 76-ე წუთზე ჩაკვეტაძეს  აქტიურობას თერთმეტმეტრიანი მოყვა, რაც ოქრიაშვილმა გოლად აქცია. გოლის შემდგომ, ლატვიელები ცოტა გააქტიურდნენ, მაგრამ ქართველთა დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იყო. სცენარი შეიცვალა და ვაისმა გუნდი ძირითადად კონტრ შეტევებზე გადააწყო. მე-80-ე წუთზე პირველი ცვლილება განხორციელდა, ვაკო გვილიამ თორნიკე ოქრიაშვილი შეცვალა. 85-ე წუთზე კი მატჩის გმირი გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი პაპუნაშვილმა შეცვალა. 90-ე წუთზე ნიკა კაჭარავას ნაცვლად ჯიმი ტაბიძე შემოვიდა. ბოლო ათი წუთი შედარებით მშვიდი ტემპით მიდიოდა შეხვედრა. იყო ორმხრივი შეტევები, თუმცა უშედეგო. შეხვედრა ქართველთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

ამ გამარჯვებით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 6 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში ლიდერის პოზიცია დაიკავა. შემდეგი შეხვედრა 13 ოქტომბერს, ანდრის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 20 :00 საათზე გაიმართება. 

ავტორი: ბაჩო ოდიკაძე