რუსთავში საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს

2018-09-08 17:35:10

რუსთავის იერსახის მოწესრიგების მიზნით, ქალაქის ქუჩებში რუსთავსერვის ცენტრის ორგანიზებით, საშემოდგო სამუშაოები ხორციელდება.

აქტიურად მიმდინარეობს სკვერების დეკორაიული ნერგებით გამწვანება და ქუჩებში  ხე-მცენარეების კირით შეღებვა.

ქალაქის შიდა ტერიტორიების მოწესრიგებს მიზნით, რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა, თბილისის ქუჩაზე, შუა გამყოფი ზოლი დაასუფთავეს და ხეები კირით შეღებეს.

გამწვანებული ტერიტორიების მოვლა პატრონობას, რუსთავის მერიის დაქვემდებარებაში არსებული (ა)აიპ "რუსთავსერვის ცენტრი" უზრუნველყოფს.