"იქნებ დაინტერესდეს საქართველოს მთავრობა"

2018-09-08 14:34:36

ინფო რუსთავს დახმარების თხოვნით ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები დაუკავშირდნენ.

„ქართველებს, რომლებსაც ოფიციალურად გვაქვს ესპანეთში ცხოვრების უფლება და ამის დამადასტურებელი საბუთიც, არ გვაქვს საშუალება ქართული მართვის მოწმობა ესპანურში გადავცვალოთ, რის გამოც ვერ ვახერხებთ საკუთარი ავტომობილებით გადაადგილებას. უკრაინელი, მაროკოელი და ალჟირელი მოქალაქეები კი, რომლებსაც ესპანეთში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი იგივე საბუთი აქვთ, ამ უფლებით უკვე 4-5 წელია სარგებლობენ და საშუალება აქვთ გადაცვალონ საკუთარ ქვეყანაში აღებული მართვის მოწმობა ესპანურში. იქნებ დაინტერესდეს საქართველოს მთავრობა ჩვენი პრობლემით და გაგვიწიოს დახმარება.“ - აცხადებენ ქართველი ემიგრანტები ინფო რუსთავთან საუბარში.