ვაზიანის სასროლეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ჯარისკაცი რუსთაველია.
სამხედრო მოსამსახურე, 26 წლის ვაჟა შათირიშვილი ავტოსაგზაო შემთხვევიდან საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა, მას ტრამვები თავის არეში ჰქონდა მიღებული. მამაკაცს მეუღლე და 3 წლის ბავშვი დარჩა.
ცხედარს ექსპერტიზის ბიუროდან რუსთავში, გარდაცვლილის ოჯახში გვიან ღამით გადაასვენებენ.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო.