2018-09-07 14:22:46
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მაშველებმა 73 წლის ქალი გადაარჩინეს.
ქალბატონი მდინარე მტკვარში გადახტა, თუმცა მაშველებმა წყლიდან დროულად ამოიყვანეს.
მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.