მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს

2018-09-07 10:56:25

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ქალის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით 60 წლამდე ქალი მტკვარში თვითმკვლელობის მიზნით დილით გადახტა.

მაშველები ქალის მტკვრიდან ამოყვანას შეეცადა თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.

შსს-ში აცხადებენ რომ ფაქტზე გამოძიება სსკ 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.