გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ხანძარი გაჩნდა. [ვიდეო/video]
დამწვარია 350 კვ.მ-ის ავტომანქანის მეორადი ნაწილების საწყობი.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფის 4 რეგიონალური და 2 თბილისის ეკიპაჟი.
ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული.
დამწვარია საწყობი და ავტონაწილები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.