რუსთავში მოქმედი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები პირობითად სამ კატეგორიად იყოფა:
მაღალფასიანი, საშუალო ღირებულების და მათ ფონზე დაბალფასიანი სკოლები. რუსთავში ყველაზე ძვირადღირებული სკოლების მთავარი უპირატესობა, როგორც ისინი აცხადებენ, სპეციალური პროგრამები და კვების უზრუნველყოფაა.
ინფო რუსთავი დაინტერესდა, რა ღირს სწავლა რუსთავის კერძო სკოლებში:
1 "რეცა" - წლიური გადასახადი 1-11 კლასამდე შეადგენს -1 225 ლარს, ხოლო მე-12 კლასში სწავლის გადასახადი -2 450 ლარი.
2 "მილენიუმი"- წლიური გადასახადი 1-4 კლასის ჩათვლით შეადგენს 2 000 ლარს(ღირებულებაში შედის გახანგძლივებულის საათები და ერთჯერადი კვება) კვების და გახანგრძლივებული საათების გარეშე 1 600 ლარი. მეორე საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლის საფასური ასევე - 2 000 ლარია, ხოლო აბიტურიენტებისთვის, მე-12 კლასში მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის საფასური შეადგენს - 4 000 ლარს. ( აქედან 2 000 ლარი სწავლის საფასურია, ხოლო 2 000 ლარი 3 საგანში მომზადების საფასური)
3 "ჩირაღდანი"- 1-11 კლასამდე სწავლების ფასი 400 დან - 1 200 ლარამდე მერყეობს, ხოლო მე-12 კლასში - 2 700 ლარი.
4 "ლამპარი"- 1-9 კლასამდე სწავლის საფასურია - 800 ლარი, ხოლო 9-12 კლასის ჩათვლით -1 200 ლარი.
5 "რუსთველი"- სწავლის წლიური საფასური იწყება- 1 300 ლარიდან - 1 700 ლარამდე, ხოლო დამამთავრებელ კლასში სწავლება- 2 300 ლარი ღირს.
6 "მზეკაბანი"- საფეხურების მიხედვით სწავლის წლიური საფასური იწყება -1 000 ლარიდან, იზრდება-1 200 ლარამდე, ხოლო დამათავრებელ კლასებში- 1 500 ლარი.
7 "რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"- დაწყებით კლასებში წლიური სწავლების საფასური შეადგენს- 2 800 ლარს (საფასურში შედის კვებაც), ხოლო უფროსკლასელებისთვის სწავლის ღირებულება - 3 200 ლარს შეადგენს.
8 "ლაზარე"-სწავლის საფასური 1-4 კლასამდე შეადგენს 800 ლარს, 5-10 კლასებში გადასახადი -1 000 ლარამდე იზრდება, მე-11 კლასში -2 000, ხოლო მე-12 კლაში 2 500 ლარი.