რუსთავის ციხის რეაბილიტაცია იგეგმება

2018-08-20 20:25:32

ინფო რუსთავისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსთავის ისტორიულ ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განგვიცხადა, რომ: "აზომვითი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ტენდერით დაგეგმილია ციხის ზღუდეების აზომვა. აზომვა გულისხმობს იმას, რომ უნდა დადგინდეს ზღუდის მდგომარეობა, რათა შემდგომში გაკეთდეს პროექტი მისი აღდგენა-რეაბილიტაციისთვის. ტენდერი უკვე ჩატარებულია. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უახლოეს კვირაში აზომვითი სამუშაოები დაიწყება."