რამდენი თეთრით გაძვირდება პური

2018-08-26 17:08:36

გაძვირდება თუ არა პური? ფქვილზე ფასების მატებასთან ერთად ეს კითხვა უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

ინფო რუსთავი რუსთავში მოქმედ მცირე ზომის საცხობებს დაუკავშირდა. როგორც ამ თემაზე საუბრისას პურპროდუქტების მწარმოებლების ნაწილი ამბობს, პურის გაძვირება გარდაუვალია, რადგან ერთი თვეა რაც ფქვილზე მომატებული ფასის გადახდა უწევთ.

"გასული პერიოდის მანძილზე ფქვილის ფასმა ერთ ტომარაზე 43-44 ლარს მიაღწია, ერთი თვის წინ ტომარა ფქვილზე 37-38 ლარს ვიხდიდით. იძულებულები გავხდებით ფასები გავზარდოთ 10-15 თეთრით"- აცხადებენ ინფო რუსთავთან საცხობების წარმომადგენლები.

რაც შეეხება მსხვილ მწარმოებლებს, მათ იმის თქმა, თუ რამდენი თეთრით გაძვირდება პური, ამ ეტაპზე უჭირთ. მათივე განმარტებით, თუ ფქვილზე ფასები არ შეიცვალა გაძვირებაც მოსალოდნელია. არ არის გამორიცხული, პურის წონაც შემცირდეს.